ჩერქეზები ეგვიპტეში
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჩერქეზები ეგვიპტეში}} |
ჩერქეზები ეგვიპტეში | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
50 000-მდე | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ალექსანდრია, კაირო, გიზა, პორტ საიდი, შარკიას მუნიციპალიტეტი | |
ენები | ეგვიპტური არაბული, ჩერქეზული, ფრანგული, თურქული |
რელიგიები | სუნიტური ისლამი |
ჩერქეზები ეგვიპტეში (ჩერქეზულად: Мысыр адыгэхэр) — ჩერქეზული წარმოშობის ხალხი, რომლებიც დღევანდელ ეგვიპტეში ცხოვრობენ. ისინი ჩრდილოეთ-კავკასური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან (დღესდღეობით ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე). ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ეგვიპტის საზოგადოებასა და ქვეყნის ისტორიაში. საუკუნეების განმავლობაში ჩერქეზები იყვნენ ეგვიპტის მმართველი ელიტის ნაწილი, რომლებიც მსახურობდნენ მაღალ სამხედრო, პოლიტიკურ და სოციალურ თანამდებობებზე.[1]
ჩერქეზების ეგვიპტეში დასახლება დაიწყო 1297 წლიდან, როდესაც ლაჟინი გახდა ეგვიპტის მამლუქთა სულთანატის მმართველი. ბურჯების დინასტიის დროს ეგვიპტეს მართავდა 21 ჩერქეზი სულთანი 1382 წლიდან 1517 წლამდე.[2][3] მამლუქთა სულთანატის გაუქმების შემდეგაც, ჩერქეზები განაგრძობდნენ ადმინისტრაციული კლასის შექმნას ეგვიპტის ოსმალეთის იმპერიის ეიალეთში, ეგვიპტის ხედივატეში, ეგვიპტის სულთანატსა და მოგვიანებით ეგვიპტის სამეფოში.[1] 1952 წლის რევოლუციის შემდეგ მათი პოლიტიკური გავლენა შედარებით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ეგვიპტელი ჩერქეზი ფიზიკური მახასიათებლებით განსხვავდება ადგილობრივებისგან, და მეტად მათ წინაპრებს ჰგვანან, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობაში ასიმილირდა. ეთნიკური ნიშნით აღწერის არარსებობის გამო, ძველ პერიოდში ეგვიპტეში ჩერქეზების რაოდენობის ზუსტი რიცხვი არ არსებობს. ძირითადად შერეული აბაზა, ადიღეური და არაბული წარმოშობის მქონე, ყველაზე გავრცელებული არადომინანტი ეთნიკური ჯგუფია ეგვიპტეში, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 50 000 -ს აღემატება.[4][5] ისინი ეგვიპტეში ერთ- ერთი უმდიდრესები არიან და მათ ეგვიპტის ბიზნესის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩერქეზებს ეგვიპტეში დიდი ისტორია აქვთ. ისინი ეგვიპტეში ჩამოვიდნენ მამლუქებისა და ოსმალეთის პერიოდში, თუმცა მცირე ნაწილი მუჰაჯირებად გადასახლდა მე -19 საუკუნის ბოლოსაც. ჩერქეზები ეგვიპტეში ძალიან გავლენიანები იყვნენ XIII საუკუნიდან. გარკვეულწილად, ისინი ისეთივე როლს ასრულებდნენ, როგორც ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მათი სხვა ჩერქეზი ძმები. ბევრი ჩერქეზი იძულებით შეყვანილი, დეპორტირებული, მონა, მაგრამ ასევე არსებობდნენ სათავადო წარმოშობის ჩერქეზებიც. ბევრი მათგანი იყო მეფისნაცვალი, სამეფო კონსორციუმი, სამხედრო მეთაური, ჯარისკაცი, ხელოსანი და მხატვარი.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტეში მცხოვრები ჩერქეზების უმეტესობა სუნიტი მუსლიმია.
ცნობილი ჩერქეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახევრად ან სრულად ჩერქეზული წარმოშობის ეგვიპტელები არიან:
ალ-მანსურ ლაჟინი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1297–1299)
აზ-ზაჰირ ბარქუკი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1382–1389) (1390–1399)
ალ-ნასირ ფარაჯი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1399–1405) (1405–1412)
ალ-მანსური აბდულ აზიზი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1405)
ალ-მუიაად შეიხი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1412–1421)
ალ-მუზაფერ აჰმადი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1421)
აზ-ზაჰირ თათარი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1421)
ას-სალეჰ მუჰამედი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1421)
ალ-აშრაფ ბარსბაი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1422–1438)
ალ-აზიზ იუსეფი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1438)
აზ-ზაჰირ ჯაყმაკი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1438–1453)
ალ-მანსურ ოსმანი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1453)
ალ-აშრაფ ინალი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1453–1461)
ალ-მუიაად აჰმად - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1460)
აზ-ზაჰირ ბილბაი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1467–1468)
ალ-აშრაფ ქაითბაი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1468–1496)
ან-ნასირ მუჰამედი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1496–1498)
აზ-ზაჰირ კანსუჰი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1498–1500)
ალ-აშრაფ ჯანბალატი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1500–1501)
ალ-ადილ თუმანბაი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1501)
ალ-აშრაფ ქანსუჰი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1501–1516)
ალ-აშრაფ თუმანბაი - ეგვიპტის მამლუქთა სულთანი (1516–1517)
ისმაილი - ეგვიპტისა და სუდანის ხედივი (1867–1879)
ტევფიკი - ეგვიპტისა და სუდანის ხედივი (1879–1892)
აბას II - ეგვიპტისა და სუდანის ხედივი (1892–1914)
ჰუსეინ კამელი - ეგვიპტის სულთანი (1914–1917)
ფუად I - ეგვიპტის სულთანი (1917–1922) და ეგვიპტის მეფე (1922–1936)
ფარუქ I - ეგვიპტის მეფე (1936–1952) და სუდანის მეფე (1951–1952)
ფარიდა - ეგვიპტის დედოფალი კონსორტი (1938–1948) [6]
ფავზია ფუადი - ირანის იმპერატრიცა (1941–1948)
ფუად II - ეგვიპტის მეფე (1953)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Lewis, Martin W. The Circassian Mystique and its Historical Roots. Retrieved 18 May 2015.
- ↑ Massoud, Sami G. (2007). The Chronicles and Annalistic Sources of the Early Mamluk Circassian Period. Leiden: Brill Publishers.
- ↑ Natho, Kadir I. (2009). Circassian History. Xlibris Corporation.
- ↑ "Rushdi Abaza, AlexCinema". www.bibalex.org. Retrieved 18 May 2015.
- ↑ Yunan Labib Rizk, the making of a king დაარქივებული 2008-08-14 საიტზე Wayback Machine. , Al-Ahram Weekly, 762, 29 September – 5 October 2005.
- ↑ "Queen Farida, King Farouk's first wife | Egypt Independent". Retrieved 2017-04-06.